მამუკა ახვლედიანი - მივლინებაში წავიდნენ თუ არა, ამის გადაწყვეტაც კი არ შეუძლიათ მოსამართლეებს, ვისი ბედი უნდა გადაწყვიტონ?

რა გზავნილი შეიძლება იყოს საერთაშორისო პარტნიორებისადმი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ დაანონსებული სოლიდარობის შემდეგ 5 მოსამართლის მიერ აშშ-ის დაგეგმილ გამგზავრებაზე უარი და როგორ ხდება სასამართლოში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება? - ამ საკითხებზე  Front News-საქართველოს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, "მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა ახვლედიანი ესაუბრა. 

- ჩვენ არ ვიცით,  ამ ადამიანებმა თვითონ თქვეს უარი აშშ-ში გამგზავრებაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში.  დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მოსამართლეების  გადაწყვეტილება.  ვერ წარმომიდგენია მოსამართლე,  ასეთი დატვირთვის პირობებში უარს ამბობდეს თუნდაც  იმ ორთვიან განტვირთვაზე, სწავლებასა და სხვა ქვეყნის პრაქტიკის გაცნობაზე. მითუმეტეს,  ეს მზადება  მიმდინარეობს თვეების განმავლობაში. მზადდება სიები, მოწმდება, დიდი ხარჯი ჯდება თუნდაც ეს მოსამზადებელი პერიოდი.  

- საინტერესო იქნებოდა თავად ამ მოსამართლეებისგანაც გაგვეგო, რას გამოუცხადეს პროტესტი, მაგრამ  მათგან ჯერჯერობით არაფერი ისმის.  როგორ ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება?

- დიახ, ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია.  ჩვენ ვმსჯელობთ ფაქტებით, რაც ზედაპირზე დევს.  არ ვიცით, რეალურად,  რა მოხდა, შეიძლება ამ ხალხსაც უარი უთხრეს. ამის შესახებ არავინ საუბრობს.

ჩვენ ყველამ ყველამ ვნახეთ, რამდენიმე დღით ადრე ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად  შეუკვეთა სოლიდარობა,  როდესაც განაცხადა, რომ სხვა მოსამართლეებიც  არ წავლენ ამ ტრენინგზე. ამის  შემდეგ ვხედავთ მოსამართლეების მოქმედებას, რაც  პირდაპირ კავშირშია ეს ერთმანეთთან.  კობახიძის შეკვეთას ასრულებს ჩინჩალაძე.სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ ამისთვის, არის „მათრახის და თაფლაკვერის“ მეთოდები, რომელს იყენებენ, არ ვიცი, შეიძლება ორივეს ერთად. სხვაგვარად მოსამართლისაგან ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება აუხსნელია.  

მოსამართლეს არა მხოლოდ კანონი უნდა ესმოდეს, მასში  მსოფლმხედველობაც უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ის უნდა იყოს, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქე. 

მოვუწოდებ მათ, რომ დაფიქრდნენ, ისტორიის რომელ მხარეს დგანან  ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. კიდევ უფრო მეტად უნდა იფიქრონ გადაწყვეტილებების მიღებამდე და მიხვდნენ, რომ სხვა დროა, სხვა ეპიზოდია ქვეყნის განვითარების და სხვა ტიპის აზროვნება მოეთხოვებათ მათ. 

თუ მოსამართლეები ასე აზროვნებენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ, ეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაა.  თუ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა მიიღეს, მაშინ საკითხავია, როგორ ესმით მათ  სამართალი და საერთოდ,  რა სამართალს სწავლობდენ. სხვისი გადაწყვეტილება თუ არის, მაშინ მოსამართლეს უნდა ეყოს უნარი და ძალა იმის, რომ ამაზე ისაუბროს.  წარმოგიდგენიათ ეს მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი თავის დაცვას ვერ ახერხებენ, მათ მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები რამდენად ობიექტური იქნება?

მივლინებაში წავიდნენ თუ არა, ამის გადაწყვეტილებაც კი არ შეუძლიათ მოსამართლეებს და ამათ ვისი ბედი უნდა გადაწყვიტონ? როგორ შეცდომასაც უნდა უშვებდეს თუნდაც საელჩო, ასეთი პროტესტი მაინც წარმოუდგენელია იმ დამსახურებების გათვალისწინებით, რასაც აშშ და ჩვენი უცხოელი მეგობრები სასამართლო სისტემისთვის აკეთებენ ამ წლების განმავლობაში.  თუ რამე განათლება არსებობს ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემაში, მათი მონაწილეობითა და მათი ფინანსებითაა ყველაფერი. ამ დროს საელჩოებთან ამ ტიპის დამოკიდებულება პირდაპირ ღალატია  ამ ქვეყნის. თუ ესმით რას აკეთებენ და თუ არ ესმით, მაშინ ისინი მოსამართლები არ უნდა იყვნენ. 

- რა გზავნილია ეს სასამართლო სისტემის მხრიდან ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ? 

პრაქტიკულად,  ეს პირდაპირი გზავნილია სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ჩვენი უცხოელი მეგობრების და საელჩოების მიმართ, რომ ისინი არაფრის გათვალისწინებას არ აპირებენ და თუკი რომელიმეს შეეხებიან, სასამართლო სისტემა მოიქცევა ასე. ილუზიაა ეს, მოჩვენებითი ძალაუფლებაა, მაგრამ ამ ეტაპზე ახერხებენ ისინი ამის გაკეთებას.

- რამდენად თავსებადია ეს პროცესები სასამართლოს რეფორმირებასა და პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებასთან, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტიური მოთხოვნაა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის? 

- რა თქმა უნდა,  ეს სასამართლო აღარ არის,  ეს უკვე პოლიტიკის ნაწილია.  პოლიტიკის იარაღად იქცა სასამართლო, რაც ყველაზე მეტად სახიფათია ქვეყნისთვის, მითუმეტეს, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დგას და რამდენიმე კვირაში უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბედი.  ამ დროს ასეთ დამოკიდებულება პროცესის მიმართ ყველაფერს ანადგურებს. 

- ეს არის იმ არაფორმალური მმართველობის შედეგი, რაც ქვეყანაშია. არავინ არანაირ საკითხს არ წყვეტს, გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ვიწრო ჯგუფი. ისინი თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არიან, დათმონ  ქვეყნის  მომავალი. 

- გამოდის, რომ მოსამართლეები თავად არიან დასაცავები.

- ყველა ფორმით ხდება ზეწოლა მოსამართლეებზე, მოსყიდვა, ზეწოლა, დაშინება. 100-დან 95 საქმეზე განაჩენი დგება, როგორც წესი და რიგია, მაგრამ  იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ჯგუფების ინტერესია  ნებისმიერ შემთვევაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რაც ან ამ ჯგუფს, ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა. ეს არის ქვეყნის პრობლემა. კლანზე როცა ვსაუბრობთ, კლანი არ არის მხოლოდ სასამართლოში, ეს უკვე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია, ამ ჯგუფის და ამ კლანის წევრები სხედან როგორც პარლამენტში, ისე სხვა უწყებებში, ისინი ერთობლივად მოქმედებენ. ამიტომ აქვს ორგანიზებული ფორმა და ამიტომ არის არაფორმალური მმართველობა. 

სინამდვილეში ის ადამიანები, ვინც თანამდებობებზე არიან, არაფერს წყვეტენ, თუნდაც სასამართლოში. სხვა ადამიანები დგანან მათ უკან და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს.  ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. არსად არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. 

ჩვენი პრობლემა 30 წელია ისაა, რომ სისტემა არ იცვლება, მახინჯი სისტემა გვაქვს, რომელშიც ნებისმიერ სახელსა და გვარს აქცევენ იმად, რადაც აქციეს ნებისმიერი მოსამართლე. 

თუ სასამართლო სისტემა არ შეიცვლება,  არც ინვესტიციები იქნება.  ამ ტიპის ქვეყანაში არავინ ფულს არ ჩადებს, იქნება მხოლოდ პოლიტიკური ფული. ეს კი იმ შედეგებს იწვევს, რაც გვაქვს ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში არავითარი ევროინტეგრაცია არ იქნება. თუ ქვეყანა ვერ შეძლებს,  რომ სასამართლო სისტემა თავის სიმაღლეზე იყოს,  ის ვერანაირი ევროსტრუქტურის წევრი ვერ გახდება.   

ირინა მაკარიძე

 Front News - საქართველო

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები