თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, 41 წლის მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ფეხის არეში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში თავად მივიდა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.