ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა

ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა. ძალადობა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალის თქმით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება სთხოვა, უარის მიღებამ კი გააღიზიანა, ქალები სიტყვიერად შეურაცხყო, მოკვლით დაემუქრა და დაურეკა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ასევე მივიდნენ ადგილზე. 

ტრანსგენდერმა ქალმა პოლიციას მიმართა, აგრესიული კაცების გარიდება და უსაფრთხოების მიზნით მათ სახლთან დარჩენა სთხოვა. 

ამის შემდეგ სახლში მოვიდნენ სხვა ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც იმავე სახლში ცხოვრობენ, თუმცა, თავდამსხმელი კაცი 30-მდე სხვა კაცთან ერთად მათ დახვდა. მიაყენეს სიტყვიერი შეუფაცხყოფა, ასევე, ესროლეს ქვები. 

ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს, ვისგანაც ბინა აქვთ დაქირავებული. 

ტრანსგენდერი ქალები ითხოვენ, პოლიცია უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც იყოს მობილიზებული მათ საცხოვრებელ სახლთან. 

მსგავსი სიახლეები