ლიანა ჭუმბურიძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში არავითარი მასიური გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში არავითარი მასიური გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება, თითოეული სამედიცინო პერსონალი ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ლიანა ჭუმბურიძემ განაცხადა.

"დღეს კლინიკა უკვე მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში, შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი, ვინც იყო დასაქმებული კოვიდ განყოფილებებში, გადანაწილდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში. კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელსაც აქვს ტექნიკური ხასიათი, რათა ხელი შეუწყოს ყველა იმ მიზნების და გეგმების შესრულებას, რაც გვაქვს დაგეგმილი. რამდენიმე თანამშრომელი, რომლესაც დაუსრულდა ხელშეკრულება, იქნა გადაყვანილი რეზევრში. შევთავაზეთ მათ ჩვენთან ურთიერთოების გაგრძელება, 14-დან 12 დაგვთანხმდა და 2-მა უარი თქვა ამაზე. 

რაც შეეხება ადმინისტრაციის წევრებს, ისინი რჩებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათ შორის, ქალბატონი ჯავარა უგრეხელიძე აგრძელებს მუშაობას პერსონალის უწყვეტი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

ჭუმბურიძის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები