მაკა ბოჭორიშვილი - მთავარი, როდესაც ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, არის ჩვენი განათლების სისტემის დაახლოება ევროკავშირის საგანმანათლებო სისტემასთან

მთავარი, როდესაც ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, არის ჩვენი განათლების სისტემის დაახლოება ევროკავშირის საგანმანათლებო სისტემასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ერასმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს.

"დიდი მადლობა განხორციელებული პროექტისთვის, რადგან ევროპასთან ინტეგრაცია ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და მთავარი, როდესაც ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, არის ჩვენი განათლების სისტემის დაახლოება ევროკავშირის საგანმანათლებო სისტემასთან. ამაყი ვარ, როდესაც ვხვდები ჩვენს ახალგაზრდებს და მაქვს განცდა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან ევროპელი ახალგაზრდებისგან და ამისთვის მადლობა ყველას, ვინც განათლების სისტემის გარდაქმნაში არის ჩართული. ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, ფასეულობები, ისტორია, იდენტობა, ევროპულ კულტურასთან კავშირი. ის ბარიერები, რომელიც დღეს არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, მოიხსნება და დაიმსხვრევა და ამაში თქვენ განსაკუთრებული წვლილი გაქვთ. 

მინდა წარმატებები გისურვოთ მსგავსი პროექტების განხორციელებაში და მიგულეთ თქვენს გვერდით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

"ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები