ონში ფიტნეს დარბაზი გაიხსნა

ონში ფიტნეს დარბაზი გაიხსნა

ონში ფიტნეს დარბაზი გაიხსნა.

"1 ივნისიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში არსებული ფიტნეს დარბაზით.

ფიტნეს დარბაზის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სპორტული დარბაზით სარგებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.  

სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში ონის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ფიტნეს ცენტრში სპორტული ინვენტარის შეძენა და აღჭურვა თანმდევი მომსახურებით შპს ,,მფჯ“ მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები