ნინო სურგულაძე - ერთხმად უნდა მოვუწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, შეწყდეს ბავშვების ტანჯვა, წამება და მკვლელობა

ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდობას, მე დღეს ვერ ვიქნები გულწრფელი, თუ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ - არა, ძალიან განვიცდი ბავშვთა შეწყვეტილ სიცოცხლეებს, რომელიც აგრესორმა რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, ჩაიდინა საქართველში და კიდევ სად ჩაიდენს, არ ვიცით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი მეცო-სოპრანო, ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებელი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წერს.

"ჩვენ დღეს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უნდა ვუთხრათ არა ძალადობას, სიკვდილს, აგრესიას, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ სრულფასოვნად ცხოვრება, მშვიდობიან და ნათელ სამყაროში. გული მტკივა გარდაცვლილი ბავშვების გამო, რომლებსაც სულ პატარებს წაართვეს სიცოცხლის უფლება. მე დღეს ამას ორმაგი პასუხისმგებლობით განვიცდი, რადგან დედა ვარ და განსაკუთრებულად მტკივა, როცა ვუყურებ უბედურებას იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს მხოლოდ ფერადი და ნათელი დღეები ჰქონდეთ.

ჩვენ ერთხმად უნდა ვთქვათ და მოვუწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სასწრაფოდ შეწყდეს ამ ვერაგი ძალის თარეში, შეწყდეს ბავშვების ტანჯვა, წამება და მკვლელობა", - წერს ნინო სურგულაძე.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FNinoSurguladzeOfficial%2Fposts%2F553468439478093&show_text=true&width=500" width="500" height="757" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>