ნიკა ჩიტაძე - სოციალისტური პარტია, რომელიც "ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიაა ევროპარლამენტში, მის მხარდამჭერ განცხადებებს ვერ აკეთებს

სოციალისტური პარტია, რომელიც  "ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიაა ევროპარლამენტში, მის  მხარდამჭერ განცხადებებს ვერ აკეთებს, რადგან "ოცნებას“ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიყავს, -  ამის შესახებ  Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" თუ არ ეთანხმება ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას, მაშინ პასუხი ეთიკური ნორმების დაცვით უნდა გასცეს. 

"ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ევროპარლამენტში, მასში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკური პარტიებია გაერთიანებული. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახალხო პარტიის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელოვაბა ენიჭება. 

"ქართული ოცნება“ თუ არ ეთანხმება ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას,   მაშინ პასუხი ეთიკური ნორმების დაცვით უნდა გასცეს. არ დაეთანხმონ და დაასაბუთონ, რომ  საქართველოში მართლმსაჯულება დამოუკიდებელია, კანონის უზენაესობა მოქმედებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებები დაცულია და ნიკა გვარამიას დაკავებას პოლიტიკური მოტივაცია არ აქვს. მაგრამ როდესაც არგუმენტები არ აქვთ, გადადიან შეურაცხყოფაზე და ეს პირველი შემთხვევა არ არის. აქედან გამომდინარე, არც ისაა შემთხვევითი,  რომ ევროპარლამენტარმა „ქართული ოცნების“ ლიდერს „ბიჭი“ უწოდა, ეს ნიშნავს,  რომ ოცნების წარმომადგენლებს ისინი პოლიტიკოსებად არ აღიქვამენ“, - განაცხადა ჩიტაძემ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პარტნიორ პარტიას ევროპარლამენტში მის დასაცავად არგუმენტი არ გააჩნია. 

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროპის სახალხო პარტია არის "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტია და მის მიერ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება რეალობას, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ  სოციალისტური პარტია, რომელიც   არის „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია ევროპარლამენტში, რატომ  არ აკეთებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერ განცხადებებს? "ქართული ოცნების" მხარდამჭერი განცხადებები არ გვესმის, ასეთ განცხადებებს არ ან ვერ აკეთებს სოციალისტური პარტია, ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიყავს, ქვეყანა "ბორძიკობს“ არასწორი მიმართულებით“, - განაცხადა ჩიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები