ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თერჯოლაში კულტურული, გასართობი და მხატვრული ღონისძიებებით აღინიშნა

ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის  მუნიციპალურ ცენტრის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თერჯოლაში კულტურული, გასართობი და მხატვრული ღონისძიებებით აღინიშნა. 

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი,  მერის მოადგილეები მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ასევე ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო მურადაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ხელმძღვანელმა პირებმა ბავშვებს 1 ივნისის დღესასწაული მიულოცეს და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ოქრუაძის თქმით ახალგაზრდული მიმართულებებით ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

"ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! მინდა ბედნიერები, ლაღები და ღიმილიანები იყოთ,  ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობა ეს არის ვიზრუნოთ თქვენი უკეთესი მომავლისთვის. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს“, - განაცხადა ნინო ოქრუაძემ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, სადაც ბავშვებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

პარალელურად მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებისა და დღის ცენტრის აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა.

ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში არსებული ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამით დასრულდა.

უახლესი ამბები