ოთარ თოიძე - მეც დავადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ურჩევნია წოლა

მეც დავადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ურჩევნია წოლა, - ამის შესახებ ალტერნატიული ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა-ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია დამატებით ექსპერტების მოწვევა გახდეს საჭირო.

"შესაძლებელია დაგვჭირდეს დამატებითი ექსპერტების მოწვევა. რასაც ყვებოდნენ მისი მომნახულებლები და იყო ამაზე ყოველდღიური ინფორმაცია, მეც დავადასტურებ, რომ ის არის სუსტად და ურჩევნია წოლა.

ექსპერტიზის დანიშნულებაა, გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა მისი ამ პირობებში მკურნალობა, შესაბამისად, როგორც კი გვექნება ამის დამადასტურებელი საბუთი, შეიძლება, თუ არა, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ დასკვნას“,- განაცხადა თოიძემ.

დამოუკიდებელი ექიმები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესასწავლად გუშინ შევიდნენ. დასკვნის მომზადებას სავარაუდოდ, 3 კვირამდე დრო დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები