კახა გოგოლაშვილი - თუ ისე მოხდა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო სტატუსი და საქართველომ არა, ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის აცილება არის შეუძლებელი

თუ ისე მოხდა,  რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო ეს სტატუსი და საქართველომ არა, ეს იქნება მხოლოდ  ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ Front News-ს  „ევროპული კვლევის ცენტრის“ დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, მოლდოვისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი არადიპლომატიური განცხადებები, რაც საქართველოს მმართველი ძალის მხრიდან ისმის, არ კეთდება. 

"ის,  რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და თუ ევროპა ამ სტატუსს არ მოგვცემს, ეს იქნება ევროპის ბრალი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით,  ასეთი საუბარი  ინფანტილურია.

რატომ უნდა მიიღონ  დადებითი გადაწყვეტილება მოლდოვას მიმართ  და საქართველოს მიმართ უარყოფითი? ესე იგი, საქართველოს მიმართ ნაკლები ინტერესია, ან საქართველომ არ დაიმსახურა გარკვეული მიზეზების გამო. ორივე შემთხვევაში ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერ ერთი,  ინტერესი თვითონ უნდა შექმნა და მეორე -  რას ნიშნავს ყველაფერი გავაკეთეთ? ყოველდღე ამაზე საუბრობენ ევროკავშირის წევრები, ევროკომისიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ეს ეხება მართლმსაჯულების საკითხს, რომელიც არის პოლიტიზირებული. არც მოლდოვაში  და არც უკრაინაში ასეთი რამეები არ ხდება.  მიუხედავად იმისა, იმათაც თავიანთი ნაკლოვანებები აქვთ, ასეთი გაჯიქებულ განცხადებებს არ აკეთებენ.  ახ მახსოვს ევროპარლამენტარებს გაეკრიტიკებინოთ მოლდოვისა და უკრაინის ახლანდელი  მთავრობები და იმათი მხრიდან ასეთი უხეში და შეურაცხმყოფელი  პასუხები გაკეთებულიყო“, - განაცხადა გოგოლაშვილმა. 

მისივე თქმით, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს მიმართ ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება იყო, თუ რამე შეიცვლება, ეს ხელისუფლების ბრალი იქნება. 

"თუ ისე მოხდა,  რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო ეს სტატუსი და საქართველომ არა, ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის აცილება არის შეუძლებელი. ამას შეიძლება ახსნა ქონდეს ერთადერთი, რომ საქართველოს მთავრობა რაღაც ისე არ გააკეთა, რაც საჭირო იყო. სხვანაირად, რა ახსნა არსებობს, რატომ უნდა ჩაუდგეს კრიჭაში ევროკავშირი მაინცდამაინც საქართველოს, როცა ყოველთვის პოზიტიური იყო დამოკიდებულება ქონდათ ევროპარლამენარებს და გინდათ ევროსაბჭოს მიერ.

ვისთან ჩავიდა ზედიზედ ორჯერ ერთ თვეში, რომელ ქვეყანაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, ევროკავშირის პრეზიდენტი? რა დიდი ყურადღების და პასტივიცემის გამოხატულება იყო შარლ მიშელის ვიზიტები, პასუხად კი შეთანხმება თავზე გადაახიეს. ასეთი ფაქტი ბევრი“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები