ზელენსკიმ რუს ჟურნალისტ ნევზოროვს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

რუს ჟურნალისტ ალექსანდრე ნევზოროვსა და მის მეუღლეს ლიდიას უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოაწერა, - ამის შესახებ ტელეგრამში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო წერს.

"ალექსანდრე ნევზოროვს და მის მეუღლეს ლიდია ნევზოროვას პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებით მიენიჭათ უკრაინის მოქალაქეობა ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, - წერს ის.

რუსეთში ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის ომთან დაკავშირებით თითქოსდა გაყალბებული ინფორმაციების გავრცელების გამო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები