უკრაინის ელჩი ანკარაში - თურქეთი რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის მყიდველ ქვეყნებს შორისაა

თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა განაცხადა.

მან ასევე დახმარება სთხოვა თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს, გამოიძიონ, ვინ მონაწილეობდა თურქეთის წყლების გავლით მარცვლეულის ტრანზიტში.

რუსეთმა, რომელიც 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, დარტყმა მიაყენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. შავ ზღვაზე რუსული პორტების ბლოკირების გამო უკრაინული პროდუქციის ექსპორტი თითქმის შეჩერებულია. 

გარდა ამისა, რუსეთს უკრაინიდან მოპარული მარცვლეული სამი გემით გააქვს. 

ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შეიძენენ, შესაძლოა, დანაშაულის თანამომაწილეებად ჩაითვალონ.

რუსეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვების ექსპორტისთვის დერეფნები გახსნა, თუმცა ამისთვის სანქციების გაუქმებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები