გიგა ინაშვილი - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ომის აქტიური ფაზა გარდამავალი წარმატებებით წლის ბოლომდე გაგრძელდება

რა ვითარებაა უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღის შემდეგ და როგორია მოვლენების განვითარების პერსპექტივა? - ამის შესახებ Front News-ს  სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი ესაუბრა.

- უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრმა ძირითადად დონბასის რეგიონში გადმოინაცვლა. ომის მსვლელობა პირობითად ორ ფაზად დაიყო, პირველი ფაზა,  როდესაც რუსეთმა სწრაფი შეტევებით ძალები უკრაინის ტერიტორიაზე ოპერატიულ სივრცეებში შეიყვანა და გამაგრდა.  მეორე ფაზა, როდესაც კიევის და ჩერნიგოვის ოლქებიდან გავიდა და ძალების თავმოყრა დონბასის რეგიონში მოახდინა. 

ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური ბრძოლები ქალაქ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკს შორის მდინარე სევერსკი დონეცის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება.   ლისიჩანსკი-ბახმუტი-კრამატორსკი-სლავიანსკის მცირე ზომის მონაკვეთზე არსებული უკრაინული ძალების შებოჭვა და ალყაში მოქცევა გახდა რუსული არმიის უმთავრესი ამოცანა ბოლო პერიოდში. 

დონბასისას და ლუგანსკის რეგიონებში თავმოყრილი რუსული დაჯგუფებები ტაქტიკურ სივრცეებში ჩაიკეტნენ და პრაქტიკულად ომის მეორე ფაზაში ვერანაირ ოპერატიულ წარმატებას ვერ მიაღწიეს. 

განსხვავებული ვითარებაა სამხრეთით, მიკოლაევის აღმოსავლეთით რუსულმა ჯარებმა ბოლო დღეებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დატოვეს, რომელიც მაშინვე უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს. 

რუსული მხრიდან ძირითად საცეცხლე საშუალებად საარტილერიო სისტემები იქცა, რუსულმა ავიაციამ ამ ომში მოსალოდნელზე დაბალი ეფექტურობა აჩვენა შესაბამისად მთელი დატვირთვა არტილერიაზე გადავიდა. მასიური საარტილერიო დუელები ორივე მხრიდან ყოველდღიურ დღის წესრიგად იქცა.

- ამ დროისათვის ვის მხარესაა უპირატესობა და რა მოლოდინი არსებობს?

- იმის ფონზე, რომ 100 დღის შემდეგ ოპერატიული დონის უპირატესობა არცერთ მხარეს არ აქვს, უკრაინაში გამალებულად შედის დასავლური შეიარაღება, განსაკუთრებით ეს ეხება საარტილერიო სისტემებს, რომლებიც ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  რათა იმ რუსული საარტილერიო ბატარეების დროული განადგურება მოხდეს, რომლებიც უკრაინულ ქვეით ძალებს ძირითადად დანაკარგებს აყენებენ. 

შეერთებული შტატების მიერ უახლოეს დღეებში უკრაინაში გაიგზავნება M-142 HIMARS-ის ტიპის თანამედროვე მულტიკალიბრული სარაკეტო სისტემები, რომლებიც M-31 GMLRS სერიის რაკეტებით გამოყენებით უზუსტესი ცეცხლით შეძლებენ რუსული პოზიციების განადგურებას. ასეთი ტექნიკური საშუალება უკრაინულ არტილერიას ამ დრომდე არ გააჩნდა. დაანონსებულია, რომ პირველ ეტაპზე უკრაინას ეს სისტემები 80 კმ-მდე მოქმედი ზუსტი დამიზნების რაკეტებით მიწოდება, შემდგომ ეტაპზე კი მოსალოდნელია 300 კმ-მდე მოქმედი MGM-140 ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური რაკეტების მიწოდებაც, რომელიც უკვე ოპერატიულ დონეზე შეცვლის ვითარებას უკრაინის სასარგებლოდ. 

საბოლოო ჯამში,  შეიძლება ვივარაუდოთ,  რომ ომის აქტიური ფაზა გარდამავალი წარმატებებით წლის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსალოდნელია, რომ უკრაინა მოახერხებს იმ შემტევი დაჯგუფებების ფორმირებას, რომლებიც უკვე გარღვევითი ოპერაციებით ტერიტორიების წმენდის ოპერაციებს ჩაატარებენ.

ირინა მაკარიძე
Front News

უახლესი ამბები