აკია ბარბაქაძე - რუსეთმა ვერ მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზანს, ახლა ცდილობს, სასურველ შედეგს კონფლიქტის გახანგრძლივებით მიაღწიოს

რუსეთმა ვერ მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზანს, ახლა ცდილობს  სასურველ შედეგს  კონფლიქტის გახანგრძლივებით მიაღწიოს, -  ამის შესახებ Front News-ს სამხედრო ექსპერტმა  აკია ბარბაქაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ომის დაწყებიდან 101 დღის თავზე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა შეძლო მხოლოდ ის,  რომ  აგრესორის სტატუსით საერთაშორისო  ასპარეზზე მარტო აღმოჩენილიყო. 

"რუსეთმა ვერ მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზანს, ახლა ის ცდილობს როგორმე სასურველ შედეგს კონფლიქტის გახანგრძლივებით მიაღწიოს. გარკვეული დროის განმავლობაში, შესაძლოა, წლის ბოლომდე, რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით,  კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება.

ტაქტიკურ დონეზე ინიციატივა უკრაინის ხელშია, დასავლეთიდან დაპირებული საარტილერიო ზალპური სისტემების მიღების და ათვისების შემდეგ უპირატესობა უკრაინის მხარეს გადაინაცვლებს. 

მთავარი მაინც არის მოტივაცია, სად ის მოტივაცია, რაც უკრაინელებს აქვს, ისინი  იცავენ  თავის სახლ-კარს, ოჯახებს, სამშობლოს და სად ის, რომ რაღაც გაურკვეველი სპეცოპერაციის მიზნით ერეკებიან რუსეთის მხრიდან. 

საერთაშორისო თვალსაზრისით რუსეთი არის დამარცხებული. მას წაგებული აქვს საინფორმაციო ომი, რუსეთს არ ყავს მოკავშირე ამ ომში. უკრაინას ყავს მოკავშირეები, 40 ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკის 70 %-ს.  „ლენდ ლიზის“, ასევე იმ დახმარებების მეშვეობით, რომელსაც უწევენ უკრაინას, ფაქტობრივად, უკრაინას ულევი რესურსი ექნება. ის რაც აქამდე რუსეთის უპირატესობად მიიჩნეოდა, ადამიანური და საბრძოლო რესურსი, ესეც აღარ აქვს. 

რაც შეეხება სადაზვერვო ინფორმაციას, უკრაინა შესულია ნატო-ს ქვეყნების სადაზვერვო ინფორმაციის ქსელში, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია აქვს.

ყველა ამ მონაცემის გათვალისწინებით, რუსეთის ბედი ამ ომში გადაწყვეტილია,  უკრაინის მხრიდან მთელი რესურსების მობილიზებას მოყვება გენერალური შეტევა, რა დროსაც ფაქტობრივად, რუსულ შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებენ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ. კითვაზე, თუ  რამდენ ხანს შეიძლება კიდევ ეს ომი გაგრძელდეს, აცხადებს, რომ პროგნოზები უმადური საქმეა, თუმცა წლის ბოლომდე ამ აომის დასრულება მოსალოდნელი არ არის. 

"ძალიან რთული რამეა პროგნოზების გაკეთება, თუმცა,  თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი  ერთ ან ორ თვეში არ დასრულდება. ომი  წლის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. სადღაც,  იანვრის ბოლომდე ყველა ვარიანტში გაიჭიმება“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.  

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, თუმცა საომარ მოქმედებებს,  რომელსაც ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ომს არ უწოდებს და „სპეცოპერაციის“ სახელით ნიღბავს.

მსგავსი სიახლეები