მაკრონი - რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად

საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუშვა "ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“ უკრაინაში შეჭრით, რის გამოც ახლა იზოლირებულია.

"მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ მან დაუშვა ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა თავისი ხალხის, საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე. ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოიქცია. იზოლირება ერთია, მაგრამ მისგან თავის დაღწევა რთული გზის გავლას მოითხოვს“, - აცხადებს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა უკრაინაში ბრძოლების შეჩერების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტა მოიძებნოს.

”ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ბრძოლები შეჩერდება, ჩვენ შევძლოთ ხიდის აშენება დიპლომატიური საშუალებებით”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი შუამავლის როლს შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები