ზალუჟნი - თვითმავალი ჰაუბიცები ნორვეგიიდან უკვე ფრონტის ხაზზეა და ანადგურებს მტერს

M109A3 თვითმავალი ჰაუბიცები, რომელიც უკრაინას გადაეცა ნორვეგიის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ფარგლებში, უკვე გამოიყენება ფრონტის ხაზზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. 

"M109A3 თვითმავალი ჰაუბიცები, რომელიც ნორვეგიის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ფარგლებში გადმოგვეა, უკვე წინა ხაზზეა, მაღალი სიზუსტით ურტყამს სამიზნეებს და ანადგურებს მტერს“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა „მარტივად აითვისეს M109A3 ერთ კვირაში“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ამ იარაღსა და საბჭოთა მოდელებს შორის მთავარი განსხვავება უწოდა იმას, რომ "ისინი შექმნილია ხალხისთვის".

"მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითმავალი ჰაუბიცები წარმოებულია ჯერ კიდევ 1960-70-იან წლებში, მათ უკვე აქვთ საჭე ბერკეტების ნაცვლად და ავტომატურ გადაცემათა კოლოფი მექანიკურის ნაცვლად. ზამთარში, როდესაც კორპუსის გაყინვა შესაძლებელია. M109A3 ჰაუბიცებს აქვთ საბჭოთა ანალოგებთან შედარებით დიდი კალიბრი და უფრო მძლავრი საბრძოლო მასალა. სროლის მანძილი 22 კმ-მდეა, მაგრამ მომავალში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აქტიური სარაკეტო ჭურვები, რომლებიც გაზრდის ამ მანძილს", - წერს ზალუჟნი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები