ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკაოში, ლაგვანთაში, მაჟიეთსა და ხიდეშლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას რჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნო.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 649 999 71 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები