ბორელი - რუსეთი პირდაპირ პასუხისმგებელია მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ის ბლოკავს უკრაინის პორტებს.

"უკრაინის პორტების მუდმივი რუსული ბლოკადა შეუძლებელს ხდის ტონობით მარცვლეულის, კერძოდ სიმინდისა და ხორბლის ექსპორტს, რომლებიც ახლა ბლოკირებულია უკრაინაში - მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელში.

რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მარცვლეულის ნებისმიერ დეფიციტზე საერთაშორისო ვაჭრობაში და აგრესიის შეჩერების ნაცვლად, ის აქტიურად ცდილობს პასუხისმგებლობის საერთაშორისო სანქციებზე გადატანას. ეს არის დეზინფორმაცია", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს სრულ სოლიდარობას მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ომის შედეგების დასაძლევად.

"პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ", - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები