ერდოღანი - შვედეთი და ფინეთი ანკარას პირობების შესრულების გარეშე ნატო-ს ვერ შეუერთდებიან

ოფიციალური ანკარას პოზიცია ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

"სანამ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდება, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს პოზიციას ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.

გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობის შესახებ თურქეთის იდეაზე დათანხმება დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხელისუფლება მრავალი წელია, აქტიურად უჭერს მხარს გაეროს სისტემის რეფორმას. საკითხი ახლა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო გააქტიურდა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროპაში პანიკაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე 11 წელია, წარმატებით უმკლავდება სირიიდან არალეგალურ მიგრაციას, ჩვენ ვხედავთ ევროპაში პანიკას რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო. ჩვენ ვლოცულობთ, რომ მსოფლიო რაც შეიძლება მალე გამოვიდეს იმ კრიტიკული პერიოდიდან, რომელსაც ახლა გადის“, - განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები