წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა, შესაბამისი განცხადებით მან წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას უკვე მიმართა.

ზარქუა გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. მისი თქმით, შექმნილ სიტუციაში პასუხისმგებლობას გრძნობს.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი იყო დრო, მოსახლეობასთან კონსულტაციებისთვის, რათა მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები შერჩეულიყო. გეგმის შემუშავების შემდეგ პროექტი ვიცე-მერს ლაშა ზარქუას უნდა დაერეგისტრირებინა.საბუთების წარდგენა 1 მაისს დასრულდა, ზარქუამ კი პროექტი საკრებულოს 2 მაისს წარუდგინა და წარმომადგენლობითმა ორგანომ ის 11 მაისს განიხილა. 

წალენჯიხის მერიაში პროექტის "ჩაგდებისა" და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანის გამო, დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო. ლაშა ზარქუა 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო დღეს, 10 წუთით ადრე საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" კანდიდატის, ბესკი ფარცვანიას სასარგებლოდ მოხსნა. მიზეზად კი ნათესაური კავშირი დაასახელა. შესაბამისად, 2016 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" წალენჯიხაში მერობის საკუთარი კანდიდატი არ ჰყოლია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები