ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი ევროპელ ლიდერებს თხოვნით მიმართავს, მხარი დაუჭირონ საქართველოსათვის სტატუსის უპირობოდ მინიჭებას

მიხეილ სააკაშვილი ევროპელ ლიდერებს თხოვნით მიმართავს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის უპირობოდ მინიჭებას, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსულმა  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მას თან აქვს წერილები, რომელიც პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა კლინიკიდან ევროპელი ლიდერებთან გასაგზავნად გამოატანა.   

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 

"კლინიკაში  ყოფნის მიუხედავად, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა რჩება ისეთივე,  როგორიც იყო.  არანაირ ცვლილებას არ განიცდის.   ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, დღეს პრაქტიკულად სამუშაო დღეს  ჰქონდა. უმრავი წერილი გამომატანა, პერსონალური, თავის კონტაქტებიდან გამომდინარე.  მოგეხსენებათ,  ის არის ყველაზე ცნობადი ქართველი ევროპაში. თავისი პირადი კონტაქტებით ცდილობს შეეხმიანოს ყველას, გაუგზავნოს წერილი იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება იყოს ისეთი ისტორიული და საბედისწერო, რისი მოლოდინიც ყველას თანაბრად შერეული გრძნობებით გვაქვს. 

ის ითხოვს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის უპირობოდ მინიჭებას.  დღეს საუბრობდა ის როგორი მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების მიღებისას, მართალია, ის უკვე არ გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მოქმედ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად მიწვეული იყო ცერემონიალზე  დასასწრებად“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები