დავით ჭიჭინაძე - ადამიანი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა მოაოხრა, როგორც ჩანს, უფრო "სანდოა“ ლარის წინ და უკან სირბილის და საბანკო სპეკულაციის ამბავში

დარჩა ქვეყანაში მარტო "ქართულ ოცნებას“ და მათზე ფინანსურად მიბმულ ერთეულებს. აბა დანარჩენი ან გავიდა ქვეყნიდან, ან გეგმავს უახლოეს მომავალში, - აცხადებს “ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

"თუ მართლა ასეთი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რატომ გარბის მაშინ ეს ხალხი საზღვარგარეთ ? თან ნებისმიერ პირობებზე სამუშაოდ, ოღონდ აქ დარჩენილი ოჯახის წევრები გამოკვებონ და ბანკებში ჩადებული უკანასკნელი ქონება გადაარჩინონ იმ პროცენტებისგან, რომლიც სულ უფრო და უფრო ახრჩობს ადამიანებს.

ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნების“ ე.წ. ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ ციფრებით მანიპულირებაა და მეტი არაფერი! 

ნათია თურნავაც, ალბათ, სწორედ ამიტომ გადასვეს საბანკო სექტორში. ადამიანი, რომელმაც ჯერ ქვეყნის ეკონომიკა მოაოხრა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეც კი იყო აღძრული სახელმწიფო ქონების მიტაცების მუხლით, როგორც ჩანს, უფრო „სანდოა“ ლარის წინ და უკან სირბილის, საბანკო სპეკულაციის და პროცენტებით ხალხის მოხრჩობის ამბავში“, - აცხადებს  დავით ჭიჭინაძე.

ნათია თურნავას კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე დეპუტატები კენჭს დღეს უყრიან. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჩაანაცვლოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები