შალვა ნათელაშვილი - ვაშაძეს მინდა ვკითხო, ჩხარტიშვილის მილიონები რომ გადაზიდე პოლონეთში, გგონია, ეს ამბები არ ვიცით?!

ვაშაძეს მინდა ვკითხო, ჩხარტიშვილის მილიონები რომ გადაზიდე  შენი დიპლომატიური პასპორტით პოლონეთში, გგონია, ეს ამბები არ ვიცით?! - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შესულიყო, ახლა ივანიშვილიც და ღარიბაშვილიც ციხეში იქნებოდნენ.  

"ოპოზიციამ არა მარტო ფანჩატურში დაგვტოვა მარტო, არამედ სანქციების მოთხოვნაში დაგვტოვა მარტო. 

ოპოზიცია რომ არ შესულიყო პარლამენტში და დარჩენილიყო ფანჩატურში, ახლა ირაკლი ღარიბაშვილი  პრემიერი არ იქნებოდა და იჯდებოდა ციხეში, ისევე როგორც ივანიშვილი იქნებოდა უკვე ციხეში და იქნებოდა დასანქცირებული“, - განაცხადა ნათელაშვილმა.  

მან პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლი“  „პოლიტიკურ პროსტიტუციაში“ დადანაშაულა და  გიორგი ვაშაძეს ბრალდებები წაუყენა. 

"ახლა ვაშაძეს მინდა ვკითხო, რატომ იყო პოლონეთში, ჩხარტიშვილის მილიონები რომ გადაზიდე  შენი დიპლომატიური პასპორტით პოლონეთში, გგონია, ეს ამბები არ ვიცით? ოპოზიცია ხარ შენ და ოპოზიციური ხმები გინდა? აი, ასეთი კატეგორია რომ წავა პოლიტიკიდან, მერე დადგება ყველაფერი თავის ადგილზე, მერე ექნება მთავრობას კონტროლი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები