ირაკლი ზარქუა - ქალბატონმა ლომჯარიამ ბოდიში მოიხადოს და მიხედოს საკუთარ საქმეს

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა და ნინო ლომჯარიას ურჩია, "ადეკვატური თემებით დაკავდეს".

"ქალბატონ ლომჯარიას მე ვურჩევდი, რომ რაღაც ადეკვატური თემებით დაკავდეს. რატომ ფიქრობს აპრიორი შეწყალებაზე რატომ მიჰყავს საქმე. იქნება და ბატონ გვარამიას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მართალია და მეორე ინსტანციაზე იდავოს. თუ არა და აგერ არის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირდაპირ შეწყალებაზე რატომ გადავიდა, არ არის ეს თემა მისი, შეეშვას.

მე მახსოვს, ქალბატონი ლომჯარია, როდესაც უკრაინის სახალხო დამცველი რომ დარბოდა ჩვენთან ეზოებში, რადამ გაუშვა. რატომ გაუშვა, იმიტომ რომ ცრუ ბრალდებები ვერ დაამტკიცა, ეს ქალი არის სამარცხვინო და გააგდო უკრაინის რადამ. აი, ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით მერე საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს სახელმწიფოს, რა სიტყვებით და რა ეპითეტებით ამკობდა ქალბატონი ლომჯარია. ბოდიში მოიხადოს და მიხედოს საკუთარ საქმეს", - განაცხადა ზარქუამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები