ანა წითლიძე - პარლამენტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მწვავე პროტესტის ეშინია, ვერასოდეს ვერ იქნება ეფექტური და ხალხის ინტერსების დამცველი

"რამდენი ანგარიშიც არ უნდა წარადგინოთ თქვენ აქ, საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას შეაფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლო საქართველოს პარლამენტმა მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელება.  ეს არის პირველ რიგში, ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოს მთავრობაზე და ეს არის საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა“, - ამის შესახებ ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“  წევრმა ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში მოისმინეს.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ვერ ასრულებს ზედამხედველობით ფუნქციას და საზოგადოების ჩართულობაც საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.

"დღეს, საქართველოს პარლამენტი არ ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ეს საზოგადოების ჩართულობაც, ღიაობაც და გამჭვირვალობაც, ატარებს ფორმალურ ხასიათს.  ეს თქვენ ძალიან კარგად იცით.  ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება არის რკინის ჯებირებიც, რომელიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტთან. საქართველოს პარლამენტს, რომელსაც ეშინია საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მწვავე პროტესტის, ვერასოდეს ვერ იქნება ეფექტური და ხალხის ინტერსების დამცველი. თქვენ ვერ ასრულებთ ზედამხედველობის და მთავარი მაკონტროლებლის ფუნქციას საქართველოს მთავრობასთან.  რამდენი მინისტრიც არ უნდა დაიბაროთ აქ, ეს იქნება ფორმალური ხასიათის მანამ, სანამ თქვენ, უმრავლესობის წევრები, ტაშით შეხვდებით მათ. თქვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ იმ პრობლემებზე, რაც რეალურად არის, მათ შორის რეგიონებშიც, აქ მოსულ მინისტრებს უსვამდეთ კრიტიკულ კითხვებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები