საქართველოს შსს-სა და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ორგანიზებით საჩვენებელი სიმულაციური ვარჯიში ჩატარდა

"გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, სარფში, ბათუმის პორტსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თემაზე საჩვენებელი სიმულაციური ვარჯიში გაიმართა.

ორდღიან სიმულაციურ ვარჯიშში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები.

"გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილე 10 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა და დაჰკვირვებოდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის, გამოვლენისა და აღკვეთის პრაქტიკულ ღონისძიებებს, საფრთხის შემცველ ობიექტებთან განხორციელებულ საექსპერტო-საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ უსაფრთხოებისა და დეკონტამინაციის აქტივობებს.„გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და ინტერპოლის სათავო ოფისის რადიაციული და ბირთვული ტერორიზმის პრევენციისა და პროექტების მართვის უფროსმა მენეჯერმა - აარონ მოსბიმ ბათუმში ერთობლივად გახსნეს.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს, როგორც რეგიონში მოწინავე შესაძლებლობების მქონე ქვეყნის, გამოცდილების გაზიარება სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენისა და რეაგირების შესაძლებლობების განხილვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები