კაცხის სვეტთან მისასვლელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

კაცხის სვეტთან მისასვლელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის მიხედვით ასფალტობეტონის საფარი მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზიდან კაცხის სვეტამდე, 1200-მეტრიან მონაკვეთზე.

გზის სრული მონაკვეთი დაიხაზა და გაკეთდა  საპარკინგე სივრცეები ავტომობილებისთვის.

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან, ადგილობრივ სასულიერო პირებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებული სამუშაოების და პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

"მოვაწყვეთ კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზა, რაც უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები ამიერიდან გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით შეძლებენ სვეტამდე მისვლას“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.
გზის სამშენებლო სამუშაობი შპს "ინფრაკონმა“ შეასრულა. დაიხარჯა 417 586 ლარი.

პროექტი "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.

დღესვე სტუმრებმა კაცხის სვეტთან არსებული მუზეუმიც  დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები