ვიქტორ ყიფიანი - როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში

4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში - ეს არის ჩვენთვის ყველაზე აღსანიშნი გარემოება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. 

"24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა: ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. ჩვენ ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. არაერთი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ ასეთი სანქციები გაცხადდა. ფაქტობრივად, ჩვენ და ბატონ ივანიშვილს უწევს საქმიანობა და ჭიდილი გამოუცხადებელი სანქციების პირობებში“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადება 11 მაისს გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები