კრამონი - სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობა და მთავრობის დაღმასვლაა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. 

"როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობა და საქართველოს მთავრობის დაღმასვლაა", - წერს კრამონი.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობამ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე უარი უთხრა.

"მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ თუ არა, არ იქნებოდა დღეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები