ხათუნა სამნიძე - ადამიანის ღირსებას ამ ქვეყანაში თუ ვინმე აზიანებს, ეს არის "ქართული ოცნების“ და პრემიერის ასეთი განცხადებები

ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს,  ჩანს,  რომ მათ სინამდვილეში არ სურთ ამ სტატუსის მიღება, - ამის შესახებ Front News-ს საპარლამენტო  ფრაქციის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ, "რესპულიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, თუ ვინმე აზიანებს ქვეყნის ინტერესებს დღეს,  ეს არის „ქართული ოცნება“. 

"ადამიანის ღირსებას ამ ქვეყანაში თუ ვინმე აზიანებს, ეს არის "ქართული ოცნების“ და პრემიერის ასეთი განცხადებები. რეზოლუცია არის კრიტიკული და მას ჭირდება კრიტიკულად გააზრება,  ნორმალური ნაბიჯების გადადგმა და არა ერთმანეთზე უარესი პასუხების გაცემა. ეს  აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ინტერესს, ქართველი ხალხის არჩევანს, რაც არის ევროპული ოჯახის სრიულფასოვანი წევრობა“, -  განაცხადა სამნიძემ. 

მისივე თქმით, მმართველი ძალა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში საკუთარ როლს ვერ აცნობიერებს. 

"ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" ვერ აცნობიერებს,  რომ ასეთ  ისტორიულ მომენტში უნდა მოიქცეს, როგორც ღირსეული ხელისუფლება.

ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს. ჩანს,  რომ მათ სინამდვ;ლეში არ სურთ ამ სტატუსის მიღება, რადგან მას თან ახლავს ვალდებულებები. ლაპარაკი იმაზე, რომ სტატუსს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფერი აზიანებს,  რა თქმა უნდა,  ამ არჩევანს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის   სტატუსი სიმბოლური ხასიათისაა და არა იმ მნიშვნელობის,  რა აჟიოტაჟსაც ოპოზიცია ქმნის. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მისთვის არაფრისმთქმელია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები