თეა წულუკიანი - პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, მთავარია, მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო

კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისთვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი. ამას სჭირდება შრომა და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს იმისთვის, როგორც ჩვენ, რომ გვქონდეს და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ეს ნდობა. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოს – ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში, რაც მერწმუნეთ ადვილი არ არის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები