თინა ხიდაშელი - ღარიბაშვილმა ანალოგი მოიყვანა ბუქარესტის სამიტთან, გამორჩა, რომ ომი იყო იმის შემდეგ

ღარიბაშვილმა როდესაც ბუქარესტის სამიტთან და ვერმიღებულ მაპთან ანალოგი მოიყვანა,  დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ იმის შემდეგ 2008 წლის  ომი იყო, - ამის  შესახებ Front News-ს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

მისი თქმით, ღარიბაშვილს ინტელექტი არ ყოფნის, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დაუკავშიროს. 

"ქართულმა ოცნებამ" ეს პოზა დაიკავა, როგორც დღეს პრემიერმა თქვა, რომ სტატუსის მიღებას არის უმნიშვნელო და სიმბოლური.  ღარიბაშვილმა ანალოგი მოიყვანა ბუქარესტის სამიტთან და თქვა რომ „მაპი“ არ მოგვცეს, მაგრამ იმის მერე ხომ ვართ და ვაგრძელებთ ცხოვრებასო.  კი ვართ, მაგრამ ერთი მცირე დეტალი გამორჩა, რომ ომი იყო იმის შემდეგ.  სწორედ იმ ბუქარესტის სამიტის არშესრულებული დანაპირების შედეგი იყო ის ომი. ამაზე დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.  თავად მაშინდელი გენმდივანი  ანდერს ფოგ  რასმუსენი  საუბრობს ამის შესახებ.  როგორც ჩანს,  მას ინტელექტი არ ყოფნის, რომ ეს ორი ამბავი ერთმანეთთან დააკავშიროს“, - განაცხადა ხიდაშელმა. 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებების და ქმედებების შედეგად ქვეყანა ზარალდება. 

"იმის ნაცვლად,  რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო სამი თვე ემუშავა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ვუყურებთ ყოვლად აღვირახსნილ, ანტიევროპულ  კამპანიას. ეს ამბები მარტივად არ/ვერ ჩაივლის, საბოლო ჯამში, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე აისახება. 
ეს იქნება კატასტროფა, თუ მოხდა ტრიოს გაყოფა,  მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო სტატუსი და ჩვენ - ვერა, ჩვენ აბსოლუტურად ჩავიკარგებით და ჩამოვცილდებით პროცესს, გავხდებით ჩვეულებრივი თურქმენეთი, ოღონდ ენერგომატარებლების გარეშე. იქნება ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე, თორემ მას, მესმის,  რომ ეს ამბები არ აღელვებს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის   სტატუსი სიმბოლური ხასიათისაა და არა იმ მნიშვნელობის,  რა  აჟიოტაჟსაც ოპოზიცია ქმნის. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მისთვის არაფრისმთქმელია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები