13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ადიდებამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სტიქიის ეპიცენტრები იყო სვანიძის ქუჩა, ასევე ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი ფიზიკური პირი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც. ცხოველების გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა.  გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოტი ბეგი კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ქალაქის ცენტრში მყოფი ცხოველების გარკვეული ნაწილის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება.

17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, დანარჩენებმა კი მისგან გაქცევა მოახერხეს. ორსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

მომდევნო დღეებში მზიურისა და ზოოპარკის განადგურებულ ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებში ათასობით მოხალისე მონაწილეობდა, რაც სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითად შეფასდა.

მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები