უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 32 300 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 13.06-მდე: ტანკები - 1 432 (+2), ჯავშანტექნიკა - 3 492 (+8), საარტილერიო სისტემები - 718 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 226 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97 (+0), თვითმფრინავი - 213 (+1), ვერტმფრენები - 178 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 460 (+5), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 585 (+3), სპეციალური ტექნიკა - 54 (+0), საკრუიზო რაკეტები - 125 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.