ბაჩო დოლიძე - "ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის გამო პრაქტიკულად, უარი თქვა ევროკავშირზე

"ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის გამო პრაქტიკულად, უარი თქვა ევროკავშირზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო   მდივანმა ბაჩო დოლიძე  განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაში  პუტინთან კავშირში მყოფი ოლიგარქის  დასანქცირებას დაუჭირა მხარი. 

"როდესაც გადაწყვიტა ევროპარლამენტმა, რომ მხარი დაეჭირა რეზოლუციისთვის, სადაც წერია რომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ამით ასანქცირებენ ადამიანს, რომელიც შემჩნეულია პირდაპირ იმ რუსული ჯგუფების, ოლიგარქების მხარდაჭერაში, რომლებიც ამ შემთხვევაში, კრემლს და პუტინს უმაგრებენ ზურგს.  

ბატონი ღარიბაშვილი ახლა ძალიან  ცდილობს, რომ მესიჯბოქსი „გააღრმავოს“ და საზოგადოების თვალში ევროპა დააკნინოს. ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გამო, პრაქტიკულად, უარი თქვა ევროკავშირზე და ამიტომ "ქართული ოცნების" ევროკავშირთან მარტო დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები