თბილისის საქალაქო სასამართლო უჩა მამაცაშვილის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის  უჩა მამაცაშვილის სარჩელს განიხილავს. მამაცაშვილი ანტიკორუფციული მოძრაობის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მას კოლცენტრების მფარველობაში ადანაშაულებს, ცილისწამებად მიიჩნევს. 

უჩა მამაცაშვილი მორალური ზიანი ანაზღაურებისთვის 150 000 ლარს ითხოვს.

პროცესზე ბრალდების მხარემ კომპანია „ელ გრინის“ ხელმძღვანელის ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა მოითხოვა,  სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა დაუშვებლად  ცნო მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შესახებ. 

მამაცაშვილის ადვოკატის  ამირან გიგუაშვილის განცხადებით, შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ ანტიკორუიფციული მოძრაობის განცხადებები ტყუილი იყო.  

"მოწმეებად გამოვიძახეთ ბატონი უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორები, ასევე ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც არის ელექტროენერგიის ბიზნესის იმპორტით დაკავებული კომპანიის წარმომადგენელი.  მიგვაჩნია, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც იქნება სასამართლოში წარდგენილი,  დაადასტურებს სწორედ იმას, რომ ყველა განცხადება, რომელსაც აკეთებდა ანტიკორუფციული მოძრაობა და მისი წარმომადგენლები, იყო ცილისწამება და ტყუილი“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა. 

"ანტიკორუფციული მოძრაობის“ თავმჯდომარის ვასილ ურუშაძის განცხადებით,  უკვე ჩანს, რომ მოსამართლე მამაცაშვილის სასარგებლოდ  მიკერძოებულია.

"მოსამართლის გადაწყვეტილებები და უჩა მამაცაშვილის პოზიციები ერთმანეთს ერთ-ერთში ემთხვეოდა, მაგალითად მოწმეებთან მიმართებაში. ჩვენ როცა მოვითხოვეთ მოწმეების დაკითხვა და ფაქტობრივი გარემოება მოვიყვანე, რომ მე და ლევან ხაბეიშვილი ერთად ვიმყოფებოდით კონკრეტულ მისამართზე, სადაც იყო განთავსებული ცოლცენტრი, და განვაცხადეთ რომ იმ კოლცენტრის მფარველი სავარაუდოდ, იყო უჩა მამაცაშვილი.  ამის მიუხედავად სასამართლომ უარი თქვა ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაკითხვაზე“, - განაცხადა ვასილ ურუშაძე. 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვა 6 ივლისს გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები