კელი დეგნანი - 100% რუსული დეზინფორმაციაა განცხადებები, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, განცხადებები იმის შსახებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, რუსული დეზინფორმაციაა.

"30 წლის განმავლობაში აშშ მუშაობდა საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. თითქმის ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია და რასაც ვაკეთებთ საქართველოში, ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს.

ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს  სურს საქართველოს ომში ჩათრევა,  ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის  სიმართლე.  ამერიკას ყველაზე მეტად უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერდეს და ყველაფერს აკეთებდა, ვიდრე  საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, რომ ეს თავიდან აეცილებინა. აშშ-მა ამისთვის დიდი მუშაობა გაწია. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში  ომი იყოს და ზოგადად, ევროკავშირი და ნატო ის ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და წარმატებას უზრუნველყოფენ. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენც და ქართველ ხალხსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ერთგულები საქართველოს ამ მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ასევე, არ იცის არავის საქართველოში, ვისაც საქართველოს ამ ომში ჩართვა სურს.

"ყველამ საქართველოში და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იციან, რა გამოიარა საქართველომ და რა ხდება უკრაინაში. ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რაც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა, აჩვენებს როგორ თანაუგრობენ ქართველები უკრაინელებს. ახლა არ არის ჩხუბის და დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ“, — განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები