სალომე სამადაშვილი - "ქართულ ოცნებას" დასავლეთზე გადაბრალების კამპანია გაუჭირდება, რადგან ევროპული საბჭოს დასკვნა იქნება სრულიად მკაფიო

"ქართულ ოცნებას" დასავლეთზე გადაბრალების კამპანია გაუჭირდება, რადგან ევროპული საბჭოს დასკვნა იქნება სრულიად მკაფიო, -  ამის შესახებ Front  News-ს  ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით,  "გორბის“ კვლევა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა,  საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურება.  

"გორბის“ კვლევა, რომელიც მომზადდა ეს არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ნაწილი. "ქართული ოცნება" ემზადება იმისთვის, რომ თუ უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხავავებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს  ვერ მიიღებს, ეს უკვე ღიად და აშკარად დააბრალოს დასავლეთს. ვფიქრობ, რომ ეს კამპანია გაუჭირდებათ, რადგან ევროკავშირი თავად იტყვის მიზეზს და ევროპული საბჭოს დასკვნაც იქნება სრულიად დასაბუთებული. 

"ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ მხოლოდ რამდენიმე დეპუტატია, ვინც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებად  ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს.  გამოჩნდა,  რომ ევროპარლამენტში მათი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიაც იგივე აზრისაა.  ასე გაქარწყლდება "ქართული ოცნების“ ყველა ტყუილი“, - განაცხადა სამადაშვილმა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ქმედება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. 

"ქართული ოცნება" ღიად არის გადასული რუსულ პროპაგანდაზე.  ჩემი აზრით, ეს არის ანტიკონსტიტუციური და   სახელმწიფოს წინააღდეგ მიმართული ქმედება. ეს, რა თქმა უნდა,  დამაზიანებელია ქვეყნისთვის ამ ისტორიული მომენტში, როცა ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული მოკავშირეების უპრეცედენტო მხარდაჭერა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ" ჩაატარა.  კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“, გამოკითხულთა 83,6% აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში,  4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები