შოთა დიღმელაშვილი - ძალადობრივი ჯგუფების მიერ 20 ივნისს კონტრაქციის დაანონსება ადამიანების დაშინებას ემსახურება

ძალადობრივი ჯგუფების მიერ 20 ივნისს კონტრაქციის დაანონსება ადამიანების დაშინებას ემსახურება,  - ამის შესახებ "სირცხვილიას“ აქტივისტმა  შოთა დიღმელაშვილმა  განაცხადა. 

მისი თქმით, სამოქალაქო მოძრაობა 20 ივნისს სრულიად არაძალადობრივი აქციის გამართვას გეგმავს. 

"პირველ რიგში,  მინდა გავფანტო ეს შიშები. ამ განცხადებას კოკა მორგოშია და სხვა რუსები ყველა დიდი აქციის წინ აკეთებენ, რომ   ადამიანებში შიში დანერგონ. ბუნებრივია, როცა მოსალოდნელია ძალადობა აქციაზე,  ადამიანს მოსვლა უძნელდება.  

"სირცხვილიას“ აქციები ყოველთვის იყო მშვიდობიანი, არაძალადობრივი.  ეს  ჩვენი მხოლოდ იდეალისტური არჩევანი არ არის,  ეს არის პრაგმატული არჩევანიც.  როცა არაძალადობრიობის ფორმატიდან გამოდის  სამოქალაქო საზოგადოების აქცია, ხელისუფლებას უადვილდება გაამართლოს საკუთარი რეპრესიები, პროპაგანდასაც უადვილდება მუშაობა. შესაბამისად,  ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც ჩვენი ორგანიზებული იყო და მშვიდობიანობის ფარგლებიდან გამოსულიყო“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.  

20 ივნისს „სირცხვილიას“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების  აქციაა-მსვლელობაა დაანონსებული. აქციის მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.  ამის პარალელურად ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები კონტრაქციას აანონსებენ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები