გიგა მაქარაშვილი - ხელისუფლებამ კოკა მორგოშია ზუსტად იმიტომ "შეინახა", რომ წელსაც იგივე გაეკეთებინა

ხელისუფლებამ კოკა მორგოშია ზუსტად იმიტომ „შეინახა“ შარშანდელის შემდეგ, რომ წელსაც იგივე  გაეკეთებინა, - ამის შესახებ „სირცხვილიას“ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების მიერ 20 ივნისს კონტრაქციის დაგეგმის შესახებ  განაცხადა. 

მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან პროდასავლური და პრორუსული ჯგუფების ფიზიკური დაპირისპირების შესაძლებლობა. 

"ის,  რომ კოკა მორგოშია ახლა ციხეში არ ზის შარშანდელი დანაშაულის შემდეგ, რაც დამართა ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოებას, არცერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის, ის რომ წელსაც იგივეს აპირებს ეს კაცი,  თავისი რუსული ფულით და სახელისუფლებო მწვანე შუქით, ზუსტად იგივეს ნიშნავს, ხელისუფლებამ ეს არათუ დაუშვა, არამედ დაუკვეთა და ზუსტად იმიტომ  „შეინახა“ კოკა მორგოშია შარშანდელი წლის შემდეგ, რომ წელსაც გამოეყენებინა.  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონტრაქცია საბოლოოდ არ შედგება, რადგან ასეთ შემთხვევაში,  ევროპას მოუწევს დაინახოს ორი საქართველო, ერთი,  რომელიც მიდის დასავლეთისკენ და მეორე, რომელიც მიდის რუსეთისკენ. არცერთ შემთხვევაში, არცერთი სცენარით არ ღირს ამ ორი ჯგუფის დაპირისპირება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არანაირი ექსცესი ჩვენი მხრიდან არ იქნება“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. 

20 ივნისს „სირცხვილიას“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების  აქცაა-მსვლელობაა დაანონსებული. აქციის მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.  ამის პარალელურად ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები კონტრაქციას აანონსებენ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები