ნიკა სიმონიშვილი - თუ კვლავ არ აღკვეთეს შესაძლო ძალადობა, ეს იქნება პირდაპირი თქმა იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირში

ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად 20 ივნისს დაგეგმილი აქცია-მსვლელობის პარალელურად ძალადობრივი ჯგუფების მიერ კონტრაქცია დაანონსდა.  რა საფრთხეები არსებობს, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ძალადობის განმეორების შემთხვევაში,  როგორ აისახება ეს ფაქტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე? - ამ საკითხებზე Front  News-ს  საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ესაუბრა.

- თუ ვინმეს მშვიდობიანად შეკრება უნდა,  ამას ვერავინ დაუშლის, მაგრამ თუ ამას ექნება ძალადობრივი სახე, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს, რომ ხელისუფლებას ამ ყველაფერზე წინასწარ რეაგირების ვალდებულება აქვს.

არსებობს საფრთხე,  რომ ამ ჯგუფების მხრიდან იქნება   ძალადობა, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ გასული წლის 5-6 ივლისს.  პოლიცია ვალდებულია, რომ საფრთხეები  კარგად შეისწავლოს, პრევენციული ზომები გაატაროს  და უზრუნველყოს,  რომ 20 ივნისს შეკრებული ყველა ადამიანის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. იმ შემთხვევისთვის, თუ ვიღაცა გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოს და მისი ქმედება გადავა ძალადობრივ ფორმაში, პოლიცია ვალდებულია,  ამაზე ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს.  

- წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებითა და წარსულის ანალოგიებით, რამდენად რეალურია საფრთხე?

- შარშან, ჩვენ ვნახეთ, რომ  6 ივლისს არ ყოფილა ძალადობის პრევენცია.  როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით საკუთარი პროტესტის გამოსახატად, მათ  მიმართაც გრძელდებოდა ის ძალადობა, რის წინააღმდეგაც ისინი შეიკრიბნენ.  პოლიციის რეაგირება არც 5 და არც 6 ივლისს ეფექტური არ ყოფილა,  არ მომხდარა ძალადობის პრევენცია.

გასული წლის გათვალისწინებით,  ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. შარშან, ვიდრე  ეს ძალადობა დაიწყებოდა, რამდენიმე წუთით ადრე პრემიერმა განცხადება გააკეთა და  წაახალისა ეს მოძალადეები, მწვანე შუქი აუნთო, ამის შემდეგ ჩვენ  ვნახეთ ძალადობის ფაქტები, რომელსაც არაფერი  დაუპირისპირა სახელმწიფომ. შემდეგ ვნახეთ გამოუძიებელი საქმეები უმრავლეს მოძალადეებზე და განსაკუთრებით ორგანიზატორებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ახლაც ჩვენ ვხედავთ იგივეს, გუშინ მოვისმინეთ პრემიერის განცხადება „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქციის შესახებ, რომ არ დაუშვებენ ძალადობასა და დესტაბილიზაციას. ამის შემდეგ იმავე შინაარსის განცხადებები გააკეთეს მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლებმა და კონტრაქციის შესახებ დაანონსეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება.  არ ვიცი, ალბათ, ისინი მშვიდობიანი მომიტინგეები ჰგონიათ.

ხელისუფლება თუ კვლავ არ გადადგამს ნაბიჯებს, რომ პოლიციის რაოდენობა  იყოს სათანადოდ მობილიზებული, რა თქმა უნდა,  ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა,   გარკვეულ ჯგუფებს ძალადობრივი მიზნები ჰქონდეთ იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც მშვიდობიანად იკრიბებიან და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერენ.

პრემიერ-მინისტრის და ამ ძალადობრივი ჯგუფების განცხადებები, რომელიც სამწუხაროდ, ერთმანეთს ემთხვევა, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია, ამ ჯგუფებმა ძალადობას მიმართონ და გარკვეულ პროვოკაციულ-დესტრუქციულ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი. 

- ამ ფონზე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ელოდება, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის თუ მსგავსი  ძალადობრივი ფაქტი განმეორდა?  

- ეს არის ტესტი არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დაადასტურებს, რომ მათ სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია,  ამ სურვილს და მოთხოვნას კი ხელისუფლება ხელს არ შეუწყობს, არ დაიცავს ამ ადამიანების უფლებებს იმ პირებისგან, ვინც შეიძლება მათ ძალადობრივად დაუპირისპირდნენ, რა თქმა უნდა,  ეს მრავლისმეტყველი ფაქტი იქნება.  

ჩვენ მოვისმინეთ 5-6 ივლისის ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით ძალიან მძიმე შეფასებები.  თუ ანალოგიური განმეორდა,  ეს იქნება მორიგი მძიმე დღე  და დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის.

ის,  რაც გასულ წელს გააკეთა ხელისუფლებამ და ევროკავშირს გაუგზავნა ძალიან სერიოზული სიგნალი, რომ ჩვენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული უკუსვლა, თუ კვლავ ანალოგიური დაუშვა და არ აღკვეთა შესაძლო ძალადობა,  ეს იქნება პირდაპირი თქმა იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირში.  ეს იქნება არა იმის მაჩვენებელი, რომ ქვეყანა არ არის მზად, არამედ იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეგვეშალს ევროკავშირში  ინტეგრაციისთვის. 

ირინა მაკარიძე

Front  News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები