მედიის ინფორმაციით, წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ პუტინი კომაშია, კრემლი კი ძალაუფლების სასწრაფოდ გადაცემის სცენარს ამუშავებს

OBOZREVATEL-ის ინფორმაციით, რუსი დიქტატორის ჯანმრთელობის მდომარეობა გაუარესდა  - სავარაუდოდ, სიმსივნის მოსაშორებლად ჩატარებული წარუმატებელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვლადიმერ პუტინი კომაში ჩავარდა. 

გამოცემა ინფორმაციას დაზვერვისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საიდუმლო სამსახურებმა კრემლში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ პუტინის გარემოცვამ დაიწყო ე.წ. „ძალაუფლების ტრანზიტის“ მომზადება - „ტახტის“ მემკვიდრის ძებნა. 

დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული. 

"დიქტატორის გარემოცვამ, დიდი ალბათობით, გადაწყვიტა პუტინის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამალვა იქამდე, ვიდრე კრემლი არ დაადგენს, ვინ იქნება რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრე. იქამდე კი საზოგადოებაში პუტინის ორეული გამოჩნდება. შესაძლოა, ლავროვმა ერდოღანს სთხოვოს, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დააანონსოს, რომელიც არ შედგება, რადგან კრემლში გარისკვა არ სურთ. ამიტომ უკრაინას მიუღებელ პირობებს წაუყენებენ", - წერს გამოცემა.

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები