კახა გოგოლაშვილი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან იგრძნობოდა, რომ მთავრობაზე მაღლა მართლაც დგას ივანიშვილი

პრეზიდენტის გამოსვლიდან იგრძნობოდა, რომ მთავრობაზე მაღლა მართლაც დგას ივანიშვილი, -   ამის შესახებ Front News-ს  "ევროპული კვლევის ცენტრის" დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.    

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა  თავისი გამოსვლით პრაქტიკულად დაადასტურა ყველა ის შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში აისახა. 

"პრეზიდენტის გამოსვლიდან იგრძნობოდა, რომ მთავრობაზე მაღლა მართლაც დგას ივანიშვილი.  პრეზიდენტი ქვეცნობიერად, ქვეტექსტით მოუწოდებდა ივანიშვილს,  გადააყენოს პარტიის თავმჯდომარე და  შეცვალოს ის შემადგენლობა, რომელიც მართავს  დღეს ქვეყანას. პირდაპირ ეს არ უთქვამს, მაგრამ გამომდინარე მისი კრიტიკიდან,  ეს იგულისხმებოდა. 

პრეზიდენტმა განაცხადა,  რომ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ჩაიწერა, თუმცა მისი გამოსვლიდან ჩანდა,  რომ მოსაზრება არაფორმალური მმართველობის შესახებ უსაფუძვლო ნამდვილად არაა. 

რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს,  ზურაბიშვილის განცხადება აშკარად იყო მთავრობის მწვავე კრიტიკა, პრაქტიკულად,  მიანიშნებდა იმაზე, რომ მთავრობის უმოქმედობისა და შეცდომების ბრალია, თუ კანდიდატი წევრის სტატუსს ვერ მივიღებთ.  კრიტიკა ნამდვილად მწვავე იყო, მაგრამ მოყვება თუ არა ამას რეალური ნაბიჯები,  გაურკვეველია“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები