თორნიკე შარაშენიძე - ვიმედოვნებ, რომ სტატუსს მოგვცემენ, პირობით, დათქმით, ამაში ცუდი არაფერია

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ბევრი სწორი აქცენტი დასვა, -  ამის შესახებ  Front News-ს GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.  

მისი თქმით,  ფაქტია, რომ საქართველოს იმიჯი გაფუჭებული აქვს,  თუნდაც ბევრი ევროპარლამენტარის თვალში.

"სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ბევრი სწორი აქცენტი დასვა.  ფაქტია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს იმიჯი გაუარესდა. ირაკლი კობახიძის პასუხი სრულად სიმართლე რომ იყოს, ეს ფაქტს ვერ შეცვლის.  

პოლიტიკაში ზოგჯერ გაცილებით  მნიშვნელოვანია რეალობის აღქმა, ვიდრე თვითონ რეალობა. რეალობის აღქმის მხრივ,  საქართველოს იმიჯი გაფუჭებული აქვს,  თუნდაც ბევრი ევროპარლამენტარის თვალში.  მთავრობას შეეძლო ისე მოქცეულიყო, რომ ეს იმიჯი არ დაზიანებულიყო. თუნდაც უკრაინის თემასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას საქმეში  არაფერი შეშლია, მაგრამ აკეთებდა გაუგებარ განცხადებებს“,  - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. 

მისი თქმით,  სტატუსის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკოსების ნაწილი ამას შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის იყენებს.  

მისივე თქმით, ქვეყანას იზოლაციის საფრთხე არ ემუქრება და სტატუსსაც სავარაუდოდ, მიიღებს. 

"არამგონია, იზოლაციის საფრთხე გვემუქრებოდეს, სტატუსის მინიჭების საკითხი ყველაზე  არასასურველი სცენარით რომ განვითარდეს, ეს რა თქმა  უნდა, არ ნიშნავს საქართველოს იზოლირებას, მაგრამ უსიამოვნოა,  რა თქმა უნდა. 

ვიმედოვნებ, რომ სტატუსს მოგვცემენ, პირობით, დათქმით, ამაში ცუდი არაფერი არის, მოლდოვას და უკრაინასაც მოუწევთ რაღაც პირობების შესრულება. უკრაინის შემთხვევაში საქმე გაცილებით მძიმედაა,  ქვეყანა ომშია ჩართული და როდის მორჩება ეს ომი,  არავინ იცის. შესაბამისად, საქართველო არ უნდა გადაყვეს სტატუსის ამბავს.

აღსანიშნავია, რომ ამ  თემას პოლიტიკოსების ნაწილი  შიდა პოლიტიკური ბრძოლისა და სპეკულაციისთვის იყენებს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები