შალვა ნათელაშვილი - ჩვენ ვართ ივანიშვილის სანქცირების ინიციატორები, ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები

ჩვენ ვართ ივანიშვილის სანქცირების ინიციატორები, ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები, -  ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების გვერდით იმ შემთხვევაში დადგება,  თუ ისინი "ლეიბორისტული პარტიის“ უპირატესობას აღიარებენ. 

"ოპოზიციის გვერდით იმ შემთხვევაში დავდგები, თუ აღიარებენ "ლეიბორისტული პარტიის" უპირატესობას და ჩვენი კანდიდატურა იქნება ქვეყნის მეთაურის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე. სხვა შემთხვევაში,  მაგათთან თანამშრომლობა არ გვექნება.  ისიც არ თქვან,  რომ ივანიშვილის  სანქცირება  ჩვენი მიღწევა არ არის. მთელი მსოფლიო ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ ივანიშვილის სანქცირების ინიციატორები, ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები“, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მისი თქმით, ამ ქვეყანაში ყველაფერი ივანიშვილის ბრალი არ არის, იმ ხალხის "დამსახურებაა",  ვინც გადაწყვეტილებებს ფულისა და გავლენების გათვალისწინებით იღებს. 

"მანამდე ვიდრე,  ჩვენ ვირჩევთ ფულის და ძალაუფლების მეშვეობით, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ამერიკა და ევროპა კი არა, მთელი გალაქტიკა რომ დაგვიდგეს გვერდით“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები