უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 32 950 (+250) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 16.06-მდე: ტანკები - 1 449 (+9), ჯავშანტექნიკა - 3 545 (+17), საარტილერიო სისტემები - 729 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 233 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97 (+0), თვითმფრინავი - 213 (+0), ვერტმფრენები - 179 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 494 (+9), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 591 (+0), სპეციალური ტექნიკა - 55 (+0), საკრუიზო რაკეტები - 129 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.