თინა ხიდაშელი - როგორც ჩანს, ჩვენთვის კარგი ამბავი არ აქვთ სათქმელი და ამიტომ ვიზიტები არ არის

როგორც ჩანს, ჩვენთვის კარგი ამბავი არ აქვთ სათქმელი და ამიტომ  ვიზიტები არ არის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით,  ის ფაქტი,  რომ კიევსა და კიშინიოვში ევროპული ქვეყნების ლიდერები ჩადიან, საქართველოში კი არა, საყურადღებო სიგნალია. 

"თავისთავად ის, რომ ამ ისტორიული კვირის განმავლობაში კიშინიოვში და კიევში მაღალი დონის ევროპული ვიზიტები ხორციელდება და საქართველოში სამწუხაროდ, არავის ვმასპინძლობთ, ეს რა თქმა უნდა,  არის იმის ნიშანი, რომ რაღაც განსხვავებული ამბავი ხდება ჩვენთან დაკავშირებით. კარგი ამბის სათქმელად ჩამოდიან ხოლმე, ამიტომ ჩადიან კიშინიოვში და ჩადიან კიევში. როგორც ჩანს, ჩვენთვის კარგი ამბავი არ აქვთ სათქმელი და ამიტომ ეს ვიზიტები არ არის.  დიდწილად,  ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირმა რუსეთისთვის იმის სათქმელად უნდა მიიღოს, რომ ასოცირების  ტრიოში შემავალი ქვეყნები რუსეთის უკანა ეზო არ არის“, - განაცხადა  ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები