მამუკა გამყრელიძე - თუ სტატუსს არ მოგვცენ, გამოდის, რომ ხელს გვკრავენ გაურკვეველი პერსპექტივისთვის

ევროკავშირი ალბათ,  მძიმე დილემის წინაშე დგას,  თუ სტატუსს არ მოგვცენ, გამოდის, რომ ხელს გვკრავენ  გაურკვეველი პერსპექტივისთვის, -  ამის შესახებ  Front News-ს  პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს  ხელისუფლებამ ევროპასთან ურთიერთობის  აბსოლუტურად ყველა ხიდი დაწვა. 

"ევროკავშირი, ალბათ, მძიმე დილემის წინაშე დგას.  ერთია - ხედავენ, რომ არ შეიძლება ამ ხელისუფლებას კიდევ რაღაც უპირატესობები მისცე.  გარდა იმისა,  რომ  არ იმსახურებენ ამას, პირიქით მუშაობენ იმაზე, რომ მაქსიმალური დისტანცირება მოხდეს ევროკავშირისგან.

როდესაც ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის დეპუტატებს კრიმინალებად მოიხსენიებს, როგორ შეიძლება მათ დადებითი განწყობა ჰქონდეთ საქართველოს მმართველი ძალის  მიმართ? საქართველოს ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველა ხიდი დაწვა ევროპასთან ურთიერთობის. 

მეორე საკითხია, რომ ხალხი განწყობილია ძალიან პოზიტიურად,  მათი 80 პროცენტი სწორედ ევროპაში ხედავს საქართველოს მომავალს. თუმცა აქ ისმის კითხვა  - ეს  მოსახლეობა, რომელიც ევროპულად არის განწყობილი, რატომ აძლევს ხმას "ქართულ ოცნებას"? 

დილემის მეორე  მხარე არის ის, რომ თუ არ მოგვცენ სტატუსს და ამ სამეულში ცუდად გამოგვარჩევენ, გამოდის, რომ ჩვენ რეალურად ხელს გვკრავენ  გაურკვეველი პერსპექტივისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.  

მისი თქმით, არაკომპეტენტურობაა იმაზე საუბარი, რომ სტატუსი სიმბოლურია და ჩვენ ასოცირების შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა ისედაც გვაქვს.  

"სტატუსის არმიღება ჩემთვის იმის ნიშანი იქნება, რომ ევროპამ დაკარგა ინტერესი საქართველოს მიმართ, ეს კი ძალიან ცუდ პერსპექტივას გვიქადის. ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლაც არ არის ისეთი რამ, რომლის შეჩერებაც არ შეეუძლიათ, ამის შეჩერება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით შეიძლება.  ამასთან,  ჩვენი ქვეყანა ძირითად შემოსავლებს დასავლეთიდან გრანტებისა და კრედიტების სახით იღებს,  რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.  

მისი თქმით, ის დღეს დაგეგმილ აქციასაც დაესწრება და 20 ივნისის აქციასაც. 

"რაც შეეხება აქციას, მე ვაპირებ ორივე აქციაზე წავიდე. მართალია, ფორმა,  რომლითაც 16 ივნისის  აქცია იყო დაანონსებული, არ იყო მოსაწონი, მაგრამ  საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, დანარჩენი მასთან შედარებით წვრილმანებია. 

ამასთან, დღევანდელ აქციაზე იქნებიან ევროკავშირის ქვეყნების ელჩები და სასურველია,  რომ ადამიანების რაღაც რაოდენობა იყოს. არც „სირცხვილიას“ მეგობარი ვარ, მაგრამ ვაპირებ, 20 ივნისის აქციაზეც წავიდე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები