ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველოზეა დამოკიდებული, რომ სწრაფად მოახდინოს პროცესების განვითარება

უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ სწრაფად მოახდინოს პროცესების განვითარება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე  ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოსათვის ევროპის კარი ღიაა და  პროცესის განვითარება დამოკიდებულია რეკომენდაციების შესრულებაზე.

"პირველ რიგში, ეს არის წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი.  ევროპის კარი ღიაა, ფართოდ არის გაღებული საქართველოსთვის.  ეს უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ მთელი ქვეყანა შეიკრას, სრულიად პოლიტიკური სპექტრი და გააქტიურდით.  ეს თავის მხრივ განსაზღვრავს, რა დროში დადგება შედეგი. 

რაც უფრო მალე გააკეთებს ქვეყანა ამას, მით უფრო მალე დააკმაყოფილებს სტატუსს, ასე რომ, საქართველოზეა დამოკიდებული, რომ სწრაფად მოახდინოს პროცესების განვითარება“, -განაცხადა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები